სასწავლო პროექტი დედაენის დღესთან დაკავშირებით
პროექტის სახელწოდება: „დედა ენა - ცოდნის ლამპარი“
პროექტის მიზანი: ქართული ენის მიმართ მოსწავლეთა პატრიოტული
დამოკიდებულების ჩამოყალიბება; ქართული ენისადმი სიყვარულისა და ეროვნული სიამაყის
გრძნობით აღზრდა მოსწავლეებში.
პროექტის ამოცანა: დედაენის დღისადმი მიძღვნილი მხატვრული
კითხვის დილის მომზადება და ჩატარება პირველ კლასელებთან.
პროექტის ხელმძღვანელი: დაწყებითი კლასების მასწავლებელი
მაია ჩიჯავაძე.
პროექტის მონაწილეები: I კლასის მოსწავლეები.
პროექტის ვადა - 1/IV –
15/IV.
გეგმა
N
|
აქტივობები
|
თარიღი
|
შენიშვნა
|
1.
|
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ლიტერატურის
მოძიება
|
1/IV-5/IV
|
|
2.
|
ნაწარმოებების შერჩევა და მოსწავლეებზე დანაწილება.
|
5/IV
|
|
3.
|
ვარჯიში დეკლამაციაში
|
5/IV-12/IV
|
|
4.
|
მხატვრული კითხვის დილა „დედანა - ცოდნის ლამპარი
|
15/IV
|
პროექტის
განხორციელების შედეგი იქნება მოსწავლეთა დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება მშობლიური
ქართული ენისადმი: თანმდევი შედეგი-მოსწავლეთა
მეტყველების განვითარება და მხატვრული კითხვის უნარის ჩამოყალიბება.
პროექტი დედამიწის დღესთან დაკავშირებით
პროექტის სახელწოდება: „ჩვენი დიდი სახლი“
პროექტის მიზანი: მოსწავლეებში ბუნებისადმი სიყვარულის
გრძნობის ჩამოყალიბება, გარემოს მიმართ პასუხისმგებლური დამოკიდებულება, უნარ ჩვევების
ჩამოყალიბება, მოსწავლეთა ეკოლოგიური აღზრდა.
პროექტის ამოცანა: მოსწავლეთა მიერ ნახატებისა და მცირე
ზომის ჩანახატების შექმნა.
პროექტის ხელმძღვანელი: დაწყებითი კლასების უფროსი პედაგოგი
მაია ჩიჯავაძე.
პროექტის მონაწილეები: I კლასის მოსწავლეები.
პროექტის ვადა: 18/IV-22/IV
პროექტის რესურსები: საწერი და სახატავი მასალა, სლაიდშოუ
„ჩვენი დიდი სახლი“, გლობუსი, საქართველოს დაცული ტერიტორიების ალბომი.
გეგმა
N
|
აქტივობები
|
თარიღი
|
შენიშვნა
|
1.
|
მოსწავლეთათვის დედამიწის დღისადმი დაკავშირებული
ინფორმაციის მიწოდება
|
18/IV
|
|
2.
|
სლაიდშოუ „ჩვენი დიდი სახლი“
|
18/IV
|
|
3.
|
საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ინტერაქტიული
მინილექციის ჩატარება
|
19/IV
|
|
4.
|
მოსწავლეთა მიერ ნახატებისა და მცირე მოცულობის ჩანახატების
შექმნა
|
22/IV
|
სოციალური პროექტი „მეორე სითბო“
პროექტის მიზანი: მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვისთვის ოჯახური და სასწავლო
გარემოს შექმნა; სითბოს, სიყვარულისა და მეგობრობის უნარების გამოვლენა, გააზრება და
განვითარება.
პროექტის აქტუალობა: უკვე
რამდენიმე წელია სახელმწიფო ზრუნავს იმ არასრულწლოვან ბავშვებზე, რომელთა ოჯახური მდგომარეობაც
კრიტიკულია გარკვეულ სფეროებში - მაგალითად: დედა ლოთია ან მეძავია და ბავშვი უყურადღებოდ,
მშიერ/მწყურვალი და მოუვლელი დარჩა; მშობლები
პატიმარია და ბავშვს მეურვე არ ყავს; არასრულწლოვანი
მარტოხელა დედაა; როცა ოჯახში ფიზიკური და
ფსიქოლოგიური ზეწოლაა არასრულწლოვან ბავშვზე;
როცა მშობლების ფსიქიკური მდგომარეობა შეურაცხადია და უამრავი ასეთი პრობლემა რომელთა მოგვარებასაც
დიდი ყურადღება ეთმობა.
პროექტის ბენეფიციარი: მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვი; მიმნდობი ოჯახის წევრები;
მოსწავლეები; მასწავლებლები; სპეცმასწავლებელი; სოციალური სააგენტოს აგენტი.
პროექტის ხელმძღვანელი: დაწყებითი
კლასების უფროსი მასწავლებელი მაია ჩიჯავაძე
პროექტის ვადები: 19.09.2018 წელი
- 14.06.2019 წელი
პროექტის ამოცანები: ა) მინდობით
აღზრდაში მყოფი ბავშვისთვის ოჯახური გარემოს შექმნა; ბ) მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვის სასკოლო გარემოში
ადაპტირება;
აქტივობა - მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვისთვის:
- ყველა საჭირო და აუცილებელი ნივთების შეძენა და დანიშნულებისამებრ გამოყენების ინსტრუქტირება;
- საჭირო ჰიგიენური საშუალებები შეძენა და მათი გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება;
- ოჯახურ გარემოში ყოფნა - ჭამა, თამაში და მეცადინეობა:
- ქცევის კონტროლი;
- სასკოლო გარემოში ადაპტირება;
- სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობა;
- ინკლუზიურ განათლებაში ჩართვა;
- საგაკვეთილო მასალის დაძლევა და სწავლა/სწავლების უნარ-ჩვევების გამომუშავება;
- საზოგადოებაში ადგილის პოვნის მეთოდების შემუშავება.
აქტივობათა მიზანი: მინდობით აღზრდაში მყოფმა ბავშვმა შეძლოს სოციუმში საკუთარი
ადგილის პოვნა და ამისათვის მიიღოს საჭირო უნარ-ჩვევები და განათლება.
ეს პროცესი მიმდინარეობს
სრული სასწავლო წლის განმავლობაში.
სოციალური პროექტის „მეორე სითბო“ რეფლექსია
სახელმწიფოს პასუხისმგებელია იმ არასრულწლოვან ბავშვებზე, რომელთა
ოჯახური მდგომარეობაც კრიტიკულია გარკვეულ სფეროებში. ამ მოვლენამ ბევრი დადებითი შედეგი გვაჩვენა, ერთერთი
ასეთია ბავშვების მინდობით გაცემა/აყვანის საკითხი. თითქმის 30 წელია სკოლაში ვმუშაობ,
მყავს შესანიშნავი ოჯახი: პედაგოგი - მეუღლე, სამი სრულწლოვანი შვილი და ერთი რძალი;
ბედნიერი დედა ვარ, რადგან მეუღლის თანადგომით განათლებული და ოჯახურ გარემოში აღზრდილი
შვილები მყავს, ვართ ფინანსურად შეძლებულები; აქედან გამომდინარე ჩემი დაინტერესება
ბავშვის მინდობით აყვანის დროს ფინანსური მხარე არ ყოფილა (ბავშვის მინდობით აყვანის
შემთხვევაში სახელმწიფო მიმნდობს უხდის თანხას). როცა ბავშვის აყვანის იდეა დამებადა
პირველად ჩემს მეუღლეს გავანდე, საიდანაც თანხმობასთან ერთად დაინტერესება წამოვიდა,
შემდეგ შვილებს ვუთხარით და ერთიანი თანხმობის შემდეგ გავიარეთ საჭირო რეგისტრაცია; ერთ დღესაც ჩვენს ოჯახში შემოაბიჯა პატარა, უსუსურმა
და შეშინებულმა გოგონამ, რომელსაც არა მარტო ჩვენი მთელი სამყაროს უნდობლობა და შიში
ჰქონდა. შეიცვალა არამარტო მისი, ჩვენი სამყაროც, მთელი ოჯახი გადავერთეთ მის ზრუნვაზე,
გარემოს შეჩვევაზე, სითბოსა და სიყვარულის განაწილება/სწავლებაზე, ჰიგიენის უნარ-ჩვევების
გამომუშავებაზე, ქცევითი და ემოციური უნარ-ჩვევების დახვეწაზე; ნელნელა მოეხსნა სტრესი
და შეგვეჩვია, მე - დედიკოს მეძახის, ჩემს
მეუღლეს კი - მამიკოს. დავიწყეთ ზრუნვა მის განათლებაზე, დავარეგისტრირეთ ჩვენი სოფლის
სკოლაში, სადაც მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ. გარდა სასკოლო მეცადინეობისა დამატებით
სახლში ვამეცადინებდი, გაუჭირდა ეროვნული სასწავლო პროგრამის დაძლევა და ჩავრთეთ ინკლუზიური განათლებით სწავლებაში,
რადგან დიაგნოზით - გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს. ვცდილობ
სწავლა მისთვის ხალისიან გარემოში იყოს და არა დაძაბული. წლის ბოლოს ინდივიდუალური
სასწავლო გეგმით გათვლილ შედეგზე გავიდა. ნელნელა დახვეწა საზოგადოებაში ქცევის წესები
და მანერები.
მის
ხასიათს, მანერას, ჩვევებს, ქცევას, მეტყველებას, აზროვნებას აჩნია ცხოვრების მძიმე
კვალი. რაც დასწავლზე და აღქმა/გააზრებაზე მნიშვნელოვნად აისახება. გარდა მასწავლებლებისა
და ოჯახისა, გვერდით მედგნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სოცმუშაკი.
მე ვფიქრობ
ჩემ მიერ განხორციელებული პროექტი - გეგმა, რომელიც გათვლილი იყო ერთი უსუსური ბავშვის
ოჯახსა და საზოგადოებაში სრულფასოვნად მიღება/ჩამოყალიბებასა და სიყვარულის სწავლებაზე,
მიზნობრივი და შედეგიანი გამოდგა, რადგან:
- მიიღო ოჯახური სითბო;
- გამოიმუშავა ჰიგიენური უნარ/ჩვევები;
- ისწავლა - სითბო, სიყვარული, პატივისცემა, ქცევა,
- დახვეწა მანერები,
- ღებულობს განათლებას;
- შეიძინა მეგობრები;
- დღეისათვის იპოვა საკუთარი ადგილი საზოგადოებაში.
- ეს იყო ჩემი მიზანი და ვფიქრობ მივაღწიე მიზანს, რომ მიმართულება მიმეცა მისი განათლებისთვის და ჩამოყალიბებულიყო ისეთ ოჯახში სადაც ჩემი შვილები დაიზარდნენ და მიიღეს იმდენი სითბო და განათლება რითაც ცხოვრების დამოუკიდებელ გზაზე დასადგომად საკმარისზე მეტი აღმოაჩნდათ და ამ პატარა გოგონას გაუნაწილეს.
დაწყებითი კლასების უფროსი
მასწავლებელი - მაია ჩიჯავაძე
ყოჩაღ ქალბატონო მაია!
ОтветитьУдалитьნამდვილად მნიშვნელოვანია ოჯახურ სითბოსა და სიმყუდროვეს მოკლებული ბავშვისთვის თანადგომა და სიყვარული. ყოჩაღ მაია ასეთი თბილი აქტივობისთვის...
ОтветитьУдалитьძალიან კარგი და დროული აქტივობებია, მადლობა მაია!
ОтветитьУдалитьყოჩაღ, მაია, ოჯახურ სითბოს მოკლებული ბავშვისთვის დედობრივ სითბოს რომ იჩენ, ღმერთი ერთიათასად დაგიბრუნებს სამაგიეროს.
ОтветитьУдалитьსაინტერესო პროექტებია!👍
ОтветитьУдалитьსაინტერესოა!
ОтветитьУдалитьწარმატებებს გისურვებთ!
არაჩვეულებრივი და საინტერესო პროექტებია...
ОтветитьУдалить