воскресенье, 23 июня 2019 г.

პედაგოგიური კვლევა


პედაგოგიური  პრაქტიკის კვლევის ანგარიში


კვლევა - წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები მშობელთა ჩართულობით





ავტორი -  ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებელი მაია ჩიჯავაძე







                                                   2019
                       პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში

   სარჩევი
 შესავალი
პრობლემა და საკვლევი საკითხი 
პრობლემის სავარაუდო გამომწვევი მიზეზები
კვლევის მიზანი
კვლევის ამოცანა
ლიტერატურის მიმოხილვა
მეთოდოლოგია
 კვლევის გეგმა
 მონაცემთა ანალიზი
კვლევის მიგნებები
ინტერვენცია
 ინტერვენციების დაგეგმვა
ინტერვენციების განხორციელება
 ინტერვენციის შეფასება
 ინტერვენციის შედეგები
 დასკვნა და რეკომენდაციები
დანართები
 ბიბლიოგრაფია


შესავალი
       მოზარდმა რომ სამყარო შეიცნოს, მან უნდა ისწავლოს. სწავლა სამყაროს შეცნობის საუკეთესო საშუალებაა, სწავლის საფუძველი და ქვაკუთხედი კითხვაა. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეს დაწყებითი კლასებიდანვე განვუვითაროთ კითხვის უნარი. ეს კი პირველი კლასიდანვე უნდა მოხდეს. კითხვა რთული პროცესია, რომელიც მოიაზრებს არა მხოლოდ ამოკითხვას ანუ დეკოდირებას, არამედ აზრის გაგებას, მსჯელობას, დასკვენების გამოტანასა და შეფასებას. სასწავლო პროცესში მოსწავლეებს ხშირად უწევთ სხვადასხვა სახის ტექსტების წაკითხვა დამოუკიდებლად, სამწუხაროდზოგჯერ, შეიძლება ტექსტი მხოლოდ წაკითხული დარჩეს და მოსწავლეს გაუჭირდეს მისი გაანალიზება, გაგება-გააზრება. სწორედ, კითხვასთან დაკავშირებული პრობლემები უშლის ხელს მოსწავლეს სხვადასხვა დავალების ინსტრუქციის სწორად გაგება-გააზრებაში, დამატებითი ლიტერატურის კითხვის სურვილის არქონაში. რასაც, საბოლოო ჯამში, მივყავართ მოსწავლეებში წიგნიერების დაბალ დონემდე. როგორც აღვნიშნე, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად დაწყებითი კლასებიდანვე უნდა ვიზრუნოთ - პირველი კლასიდანვე, როცა მოსწავლე წერა-კითხვის შესწავლას იწყებს. წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში, რომელიც ეძღვნება დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა მიერ წაკითხული ტექსტის  გაგება-გააზრებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მშობელთა როლს ამ პრობლემის გადაჭრის საქმეში. ნაშრომში განხილულია ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლის 1-ლი კლასის მოსწავლეებში წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათ გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები მშობელთა ჩართულობით.


                  პრობლემა და საკვლევი საკითხი
                             საკვლევი საკითხის მიმოხილვა
     სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების  მიზნით, მასწავლებელი მუდმივად უნდა აკვირდებოდეს, მონიტორინგს უწევდეს და აფასებდეს თითოეულ მოსწავლეს სწავლების ყველა ეტაპზე. მათი სასწავლო შედეგების ანალიზიდან გამომდინარე გეგმავდეს თითოეული მოსწავლისათვის გარკვეულ ღონისძიებებს. ჩემი აზრით, მასწავლებელმა საკუთარ სამუშაო პროცესზე და პრაქტიკაზე დაკვირვებით უნდა შეძლოს პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი და შემდგომი სამუშაო პროცესის დაგეგმვა.


                                პრობლემა
              სასკოლო პერიოდში უმნიშვნელოვანესია მოზარდებს განუვითარდეთ გააზრებული კითხვის უნარი, ასევე მნიშვნელოვანია, კითხვის პროცესის დროს წარმოშობილი სირთულეების აღმოჩენა, რათა მოიძებნოს მათი დაძლევის გზები და მეთოდები. სწავლებისას ხშირია, რომ ბავშვმა თითქოს კარგად იცის ტექსტის შინაარსი, შეუძლია თანმიმდევრული თხრობა, ფაქტობრივ კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ უჭირს ნაწარმოების თემისა და იდეის განსაზღვრა, შეფასება, ტექსტიდან აზრის გამოტანა, თუ რისი თქმა სურს ამ ნაწარმოებით ავტორს და .. ბუნებრივია, ეს არ არის საფუძვლიანი ცოდნა, მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენაა  ამა თუ იმ საკითხის მიმართ. აღნიშნული პრობლემა  გამომდინარეობს იქიდან, რომ მოსწავლეს სათანადოდ არ აქვს განვითარებული ტექსტის გააზრებულად კითხვის უნარი. ხშირად ვაწყდებით ორ ერთმანეთისაგან განსხვავებულ ფაქტს: ერთი მხრივ, არის მოსწავლე, რომელიც კითხულობს გაწაფულად, აქვს გარკვეული ლექსიკური მარაგი, შეუძლია ტექსტის შინაარსის გასაგებად გადმოცემა, მეორე მხრივ, არის ისეთი მოსწავლეც, რომელსაც უჭირს გაწაფული კითხვა, არ აქვს ლექსიკური მარაგი და უჭირს ტექსტის თანმიმდევრული თხრობა. ორივე მოსწავლის სასწავლო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ერთი პრობლემა, კერძოდ, მოსწავლეებს უჭირთ წაკითხულიდან აზრის გამოტანა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რატომ არის რომ განსხვავებული შესაძლებლობისა და მზაობის ბავშვებს აქვთ ერთი და იგივე პრობლემა? რა არის ამის მიზეზი? როგორ  შეიძლება, ხელი შევუწყოთ ამ პრობლემის დაძლევას? სწორედ ეს განაპირობებს ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის თემის აქტუალობას - კერძოდ, „წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემები გადაჭრის გზები მშობელთა  ჩართულობით“. კვლევის მთავარი კითხვაა: როგორ გავაუმჯობესოთ ტექსტის კითხვისას გაგება - გააზრების უნარი პირველ კლასში ? ზოგიერთ მიაჩნია, რომ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება მხოლოდ ქართულის გაკვეთილზეა საჭირო და შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეს მცდარი შეხედულებაა, რადგან ნებისმიერ საგანში მნიშვნელოვანია, მოსწავლემ გაიგოს და გაიაზროს ტექსტის შინაარსი, რათა შეძლოს შესაბამისი დავალების შესრულება. მოსწავლე, რომელიც ვერ წვდება ტექსტის შინაარსს, უჭირს გააზრება და დასკვნის გამოტანა, შესაბამისი დავალების შესრულებასაც ვერ შეძლებს. პრობლემის სავარაუდო გამომწვევი მიზეზები წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი სავარაუდო მიზეზები შეიძლება იყოს შემდეგი:
 · ლექსიკური მარაგის სიმწირე;
 · ტექსტის კითხვა გააზრების გარეშე;
 · მოტივაციის ნაკლებობა ან არარსებობა;
 · მშობელთა დაბალი ჩართულობა წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობაში.
განვიხილოთ თითოეული მათგანის მნიშვნელობა:
   ლექსიკური მარაგი. ლექსიკა - არის ენაში არსებული სიტყვების მარაგი. სიტყვების ცოდნა, არსებითია გაგება-გააზრებისათვის. წაკითხულიდან აზრის გამოტანა შეუძლებელია, თუკი ტექსტის სიტყვათა უმრავლესობის მნიშვნელობა არ იციან მოსწავლეებმა. აქედან გამომდინარე, მდიდარი ლექსიკური მარაგი კითხვასა და სწავლაში წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების  უმთავრესი მიზეზი სწორედ ლექსიკური მარაგის სიმწირეა. სიტყვების ცოდნა მჭიდროდ უკავშირდება  აკადემიურ წარმატებას უფროს კლასებში ყველა საგანში. ტექსტის გაბმული კითხვა არ არის წაკითხული ტექსტის გააზრების გარანტი, მაგრამ გაგება რთულდება გაწაფული კითხვის გარეშე. თუ მოსწავლე დიდ დროს ანდომებს ტექსტის კითხვას სიტყვების დეკოდირების მიზნით, გააზრება ფერხდება და კითხვის პროცესი ხანგრძლივ, დამღლელ აქტივობად  გადაიქცევა  მოსწავლისთვის. ის ორიენტირებულია მხოლოდ სწორად ამოკითხვაზე და ფერხდება გააზრება.
  ტექსტის კითხვა გააზრების გარეშე . გაგება-გააზრება კითხვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე კომპონენტია. წაკითხულიდან აზრის გამოტანა - ყველაზე მნიშვნელოვანია. წაკითხვისა და გააზრების პროცესი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ტექსტის კითხვა გაგება-გააზრების  გარეშე აზრს მოკლებულია. მოსწავლემ შეიძლება არ იცის, რას მიაქციოს ყურადღება და როგორ წაიკითხოს ისე, რომ გაიაზროს, არ იცნობს კითხვის ეფექტურ სტრატეგიებს.
    მოტივაცია. წარმატებულ მკითხველად ჩამოყალიბების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. მოტივირებულ მოსწავლეს კითხვის პროცესი სიამოვნებას ანიჭებს. ამიტომ იგი დროთა განმავლობაში სულ უფრო კარგად ეუფლება და თავისუფლად იყენებს კითხვის მრავალფეროვან სტრატეგიებს და, შესაბამისად, კარგად გაიაზრებს წაკითხულს. ცხადია, თუკი მოზარდს სიამოვნებს კითხვა, ის ბევრს კითხულობს კიდეც და მუდმივად იზრდება, როგორც მკითხველი.
   მშობელთა ნაკლები ჩართულობა წიგნიერების ასამაღლებლად. როგორც ვიცით, მშობლის როლი მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანია. ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე, მშობელი ნაკლებად ახერხებს შვილს დაუთმოს დრო, ან დამატებითი აქტივობებით გაანებივროს სახლში. მშობელი არის კითხვის დროს მაგალითი შვილისთვის, ბავშვი როდესაც ხედავს მშობელს, რომელიც აქტიური მკითხველია, მასაც უჩნდება სურვილი, წაიკითხოს წიგნი და იმსჯელოს მშობელთან წაკითხულის შესახებ. მშობელთა მხრიდან შვილის წიგნიერების ამაღლებისათვის საჭირო დროის უქონლობა ან ნაკლებობა თავის კვალს ტოვებს მოზარდთა ცხოვრებაში, რაც შემდგომ, უარყოფითად აისახება მოსწავლეთა წარმატებებზე.
   პრობლემის ზუსტად განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, ჩამოვაყალიბოთ კვლევის მთავარი კითხვა: როგორ გავაუმჯობესოთ ტექსტის კითხვისას გაგება - გააზრების უნარი პირველ კლასში? რაც გულისხმობს შემდეგ ქვეკითხვებს:
 · როგორ გავუმდიდროთ მოსწავლეებს ლექსიკური მარაგი?
  · როგორ ვასწავლოთ გაწაფული კითხვა?
· როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს გაგება-გააზრების სტრატეგიები?
 · რა მეთოდები გამოვიყენოთ გაგება-გააზრებაზე მუშაობის დროს?
 · როგორ ავუმაღლოთ მოსწავლეებს მოტივაცია?
 · როგორ გავზარდოთ მშობელთა ჩართულობა?



                     კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია პირველ კლასში წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების შემაფერხებელი მიზეზების დადგენა, პრობლემის გადაჭრის გზების პოვნა და შედეგის გაუმჯობესება. მოსწავლეებთან, მშობლებთან  საუბარი და მათი დახმარება, კონსულტირება ამ მიმართულებით მუშაობის პროცესში. კვლევა დამეხმარება, გაკვეთილი დავგეგმო და ჩავატარო ისეთი აქტივობებით, რომლებიც მოსწავლეებს აუმაღლებს სხვადასხვა ტიპის ტექსტის გაგება-გააზრების დონეს.


                             კვლევის  ამოცანა
 კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
 · რა მნიშვნელობა აქვს სასკოლო გარემოს მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებაში;
 · რა სირთულეებს ხვდებიანმოსწავლეები კითხვისას;
 · როგორ ზრუნავენ მშობლები შვილების წიგნიერების ამაღლებისათვის;
 · რა როლი ენიჭება გაგება-გააზრებაზე ორიენტირებულ აქტივობებს მოსწავლეთა წიგნიერების განვითარებაში.

        კვლევის ვადები:   კვლევას ვაწარმოებდი 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 15 მაისამდე (იხ. დანართი 5).  კვლევის სამიზნე ობიექტი იყო ზვიად დავითაძის სახელობის  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლის პირველი კლასის 12 მოსწავლე: 6 გოგონა და 6 ვაჟი; კვლევაში მონაწილეობდა აგრეთვე 12 მშობელი და  2 მასწავლებელი.


                         ლიტერატურის მიმოხილვა
    კვლევაზე მუშაობისას საკვლევი თემის უკეთ გააზრებისა და ადეკვატური ინტერვენციების დასაგეგმად გადავწყვიტე, გავცნობოდი შესაბამის ლიტერატურას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გავეცანი მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს ,,როგორ  ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება“. აზროვნების განვითარების ზოგადი მიდგომები სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანიარაიმეს სწავლა სწორად აზროვნების შედეგია. აზროვნების ამოქმედების დროს ადამიანი გააზრებულად სწავლობს და ხდება  უფრო გამჭრიახი. სხვა შემთხვევაში, მოსწავლე პასიურია და შესაბამისად, მას უჭირს რაიმეს სწავლა. გარკვეული სახით მიწოდებული ინფორმაცია მოსწავლეს ეხმარება აზროვნების ამოქმედებაში. განათლების სპეციალისტი . პერკინსის (Perkins, 1992) „თეორია ერთიგანიხილავს ინფორმაციის მიწოდების იმ ფორმებს, რომლებიც ხელს უწყობს აზროვნების ამოქმედებას და, შესაბამისად, ეფექტურ სწავლასა და სწავლებას. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანი სწავლობს იმას, რის სწავლის ლოგიკური შესაძლებლობა და მოტივაციაც აქვს. „თეორია ერთისმიხედვით, რაიმეს კარგად შემეცნება მოითხოვს შემდეგი პირობების გათვალისწინებას: 1. ნათელი ინფორმაცია: მიზნების და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა; 2. აზრიანი პრაქტიკა: აქტიური პრაქტიკა იმაში, რასაც მოსწავლე სწავლობს; 3. გამოხმაურება: რჩევები და შეფასება, რათა მოსწავლემ უკეთეს შედეგებს მიაღწიოს; 4. ძლიერი შინაგანი და გარეგანი მოტივაცია: დამაჯილდოვებელი აქტივობები ან დავალებები, რომლებიც თავისთავად საინტერესოა მოსწავლისათვის ან ეხმარება მას სხვა მიზნების მიღწევაში;თეორია ერთისსაკლასო პრაქტიკაში გამოყენება გულისხმობს მასწავლებლის მიერ მოსწავლისათვის ნათელი ინფორმაციის და შესაბამისი გამოხმაურების მიწოდებას, აზრიანი პრაქტიკის უზრუნველყოფას, რაც აღძრავს მოსწავლის შინაგან და გარეგან მოტივაციას (Perkins, 1992).  მასწავლებელი თვალყურს ადევნებს, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა მიწოდებული ინფორმაცია. მათი შეცდომების ანალიზის საფუძველზე მასწავლებელი ცდილობს იპოვოს ის გზები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გაიგონ მოცემული საკითხი. ქვემოთ განვიხილოთ საკლასო პრაქტიკის მაგალითი, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის აზროვნების ამოქმედებას და, შესაბამისად, ეხმარება მოსწავლეს საკითხის უკეთ გაგებაში. საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სააზროვნო პორცესში ჩართვა, რაც გულისხმობს შემდეგს: მოსწავლეების მიერ, არა მარტო ცოდნის დაგროვება - „რა მოხდა?“, არამედრატომ მოხდა?“. თუმცა, მხოლოდ შეკითხვის სწორად ფორმულირება არ არის საკმარისი. აზროვნების ამოქმედება მიწოდებული ინფორმაციის ოდენობაზეც არის დამოკიდებული. ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორაა განთავსებული ინფორმაცია სასწავლო მასალაში.
 სააზროვნო უნარ-ჩვვების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი მეთოდები:
· დიდაქტიკური;
 · სოკრატული;
 · კეთებით სწავლება;
 · სოციალური (კოოპერატიული და თანამშრომლობითი) სწავლება;
     (როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება (მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო) თავი პირველი ,,აზროვნება და შემეცნება საკლასო გარემოში“ ).
         აზროვნების განვითარების ზოგად მიდგომებზე საუბრისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები, რომლებიც მოსწავლეთა მაღალი აზროვნების უნარის განვითარებას უწყობს ხელსწიგნიერება თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ძირითადი, საკვანძო კომპეტენციაა. კითხვისა და წერის უნარები მნიშვნელოვნად განაპირობებს ინდივიდის მოქალაქედ ჩამოყალიბებასა და მის წარმატებას საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. ამიტომ, წიგნიერების განვითარებას სათანადო ყურადღება ეთმობა როგორც სკოლამდელ და სასკოლო, ისე სკოლისშემდგომ  ასაკში. მრავალ ქვეყანაში ხორციელდება სხვადასხვა პროგრამა იმ მოზარდებისა და ზრდასრულებისათვის, რომლებიც, ამა თუ იმ მიზეზით, უწიგნურად დარჩენის რისკის წინაშე დგანან. რა არის წიგნიერება? კითხვისა და წერის პროცესების კომპლექსურობის გამო, წიგნიერების ერთ შეთანხმებულ განმარტებას სამეცნიერო ლიტერატურაში ვერ ვნახავთ. თუმცა, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს წიგნიერება ნიშნავს მრავალფეროვანი ტექსტების გამართულად წაკითხვის, გაგება-გააზრებისა და ინტერპრეტაციის, ასევე, სხვადასხვა დანიშნულების ტექსტების შექმნის უნარს. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) წიგნიერებას განმარტავს, როგორც განსაზღვრის, გაგების, ინტერპრეტაციის, შექმნის, კომუნიკაციის, გამოთვლის, ამა თუ იმ კონტექსტთან დაკავშირებული ნაბეჭდი და წერილობითი მასალის გამოყენების უნარ-ჩვევების ერთობლიობას. თანამედროვე გაგებით, წიგნიერება უშუალოდ არის დაკავშირებული ისეთ უნარებთან, როგორებიცაა: ზეპირი კომუნიკაცია, წაკითხულის განხილვა და დისკუსია, კრიტიკული აზროვნება, წარმოსახვა და სხვთანამედროვე ბეჭდვითი საშუალებების გამოყენებით საკითხავი ტექსტები გამდიდრებულია სქემებით, დიაგრამებით, ილუსტრაციებით, ელექტრონული ბმულებით და .., ამიტომ წიგნიერება მოიცავს სქემების, დიაგრამებისა და ილუსტრაციების გაგებასა და გააზრებასაცწერაკითხვის სწავლის პროცესი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ზეპირი კომუნიკაციის, ანუ მოსმენისა და საუბრის (ლაპარაკის) უნარების განვითარებაზე.პირველ კლასში, ბავშვი ზეპირი კომუნიკაციის პროცესში აცნობიერებს წერისა და კითხვის დაწყებისათვის აუცილებელ ფონეტიკურ პრინციპებს, ბგერების შერწყმის შესაძლებლობებს, გამოთქმული ერთეულების ნაბეჭდ-ნაწერ ტექსტთან შესატყვისობას. თუ ბავშვის გარემოში ზეპირი კომუნიკაცია და ტექსტებთან შეხება მიზეზთა გამო შეზღუდულია, სასკოლო ასაკში სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით. ხოლო ინფორმაციის მოცულობისა და მრავალფეროვნების ზრდასთან ერთად, ეს პრობლემები კიდევ უფრო ღრმავდება. საბოლოოდ მივდივართ წაკითხულის გაუაზრებლობამდე, კითხვის მოტივაციის სრულ დაცემამდე, საკუთარი წარუმატებლობის განცდამდე, რაც სწავლას ყველა საგანში აფერხებს. უკანასკნელ წლებში საქართველოს განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წიგნიერების ცნების ხელახლა გააზრებისა და წერაკითხვის სწავლების გაუმჯობესების მიზნით. ხაზგასმით აღსანიშნავია რამდენიმე ფაქტი: წიგნიერებას, როგორც სასწავლო პროცესის დამოუკიდებელ ერთეულსა და სტრატეგიულ მიზანს, საგანგებო ყურადღება ეთმობა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. (პაპავა, ჭანტურია 2012; გვ 5;6) ვფიქრობ, აღნიშნული ლიტერატურა დამეხმარება სწორად განვსაზღვრო კითხვის ეფექტური მეთოდების როლი საგაკვეთილო პროცესში. აგრეთვე, დავგეგმო და გამოვიყენო კითხვის მრავალფეროვანი ეფექტური მეთოდები საგაკვეთილო პროცესში. აუცილებლად გავითვალისწინო მოსწავლეთა ასაკობრივი განვითარება და შესაბამისად ვიმუშაო ამ მიმართულებითბავშვები წერისა და კითხვის უნარებს ივითარებენ შესაბამის სოციალურ სიტუაციაში მაშინაც, როდესაც ურთიერთობენ მშობლებთან, მასწავლებლებთან და და-ძმასთან. წიგნიერების განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს არა მხოლოდ მიზანმიმართულ ვარჯიშს წერა - კითხვაში, არამედ პოზიტიური ელფერით დატვირთულ ურთიერთობას უფროსებისა ბავშვთან. წიგნიერების განვითარებაში განსხვავებული წვლილი შეაქვს ბავშვის მასწავლებელთან და თანატოლებთან ურთიერთობას. მასწავლებელი ნაბიჯ-ნაბიჯ უვითარებს კითხვისა და წერის უნარებს, თანატოლებთან ურთიერთობისას კი ბავშვები სხვადასხვა საკითხზე მსჯელობენ და უზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს, რაც, აგრეთვე, ეხმარება წიგნიერების განვითარებას. როდესაც ადრეულ ასაკში მშობელი არ უწყობს ხელს წიგნიერების განვითარებას, შემდეგ ეტაპზე შეიძლება ეს უკვე უარყოფითად აისახოს მოსწავლეზე. დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლისა და მასწავლებლის ჩართულობას, მოსწავლეს უნდა მიეცეს სწორი მიმართულება და რჩევა რომელ ასაკში რა წაიკიხოს, ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ მისი ინტერესიც. ამდენად, მშობელი უნდა იცნობდეს როგორც მოზარდის ინტერესს, ასევე მისი ასაკის შესაფერის ლიტერატურას, რათა გაუწიოს კომპეტენტური დახმარება. აღნიშნული საკითხი დიდი ხნის წინათაც აქტუალური იყო, რაზეც მეტყველებს დიმიტრი უზნაძის მიერ ჩატარებული კვლევა მოსწავლეთა ინტერესების გამოსავლენად. მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინტერესების დადგენა სხვადასხვა ასაკში და მათი ინტერესების გათვალისწინებით წასაკითხი ლიტერატურის შერჩევა. მოსწავლეთა ლიტერატურული ინტერესების განვითარება დიმიტრი უზნაძემ მოსწავლეთა ინტერესების სფეროები ლიტერატურული ინტერესების განვითარებაზე დაყრდნობით იკვლია. კვლევის მონაცემების თანახმად, 7-8  წლის ბავშვი მეტი ხალისით კითხულობს იმ წიგნს, რომლის სიუჟეტიც მისი თანატოლის ცხოვრებას, მის ყოველდღიურ გამოცდილებას ასახავს. დ. უზნაძის თანახმად, „ბავშვს ცრემლი და უბედურება არც წიგნში არ უყვარს, იგი მასში უსიამოვნო ნალექს ტოვებს, და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ წიგნი იმ წიგნთა სიაში მოაქციოს, რომელიც განსაკუთრებით არ მოსწონს" (უზნაძე, 2005, გვ 491).  უზნაძე ხაზს უსვამს კიდევ  ერთ ფაქტორს - წიგნი, მასში არსებული ლექსიკა ბავშვისთვის გასაგები უნდა იყოს, ვინაიდან იმის შესახებ, მოეწონა თუ არა წიგნში აღწერილი სიუჟეტი, გამოიწვია თუ არა მასში ღიმილი, ადამიანი მხოლოდ მას შემდეგ იმსჯელებს, თუ წაკითხული კარგად გაიგო. ბავშვისთვის ახალშეძენილი ჩვევა და მასში დახელოვნება, საზოგადოდ, სასიამოვნოა, ამიტომაც მას ისეთი წიგნი მოსწონს, რომელიც ამ პირობის ამოქმედების საშუალებას აძლევს, კერძოდ, გასაგებია და სასიამოვნო. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის იარსებებს რისკი, ბავშვს კითხვის ხალისი თავიდანვე ჩაუქრეს.  ბავშვები წიგნის დადებით მხარედ ილუსტრაციებსა და დიდ შრიფტსაც ასახელებდნენ
            დაწყებით საფეხურზე სადამრიგებლო საათს დაემატა ერთი მიმართულება, ესაა-წიგნიერების კომპეტენციის განვითარება სადამრიგებლო საათზე. სადამრიგებლო საათის დაგეგმვას ამ მიმართულებით დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. სადამრიგებლო საათი კიდევ ერთი საშუალებაა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ასამაღლებლად. სადამრიგებლო საათისათვის შემუშავდა უამრავი მეთოდი, ვფიქრობ, ეს მეთოდები გამომადგება ჩემი პრობლემის გადაჭრისა და მოსწავლეთა კითხვის დონის გაუმჯობესებისათვის. მოსწავლეებში წიგნიერების კომპეტენციის განვითარებისათვის ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგი მიმართულებით:
 · წაკითხულის გაგება- გააზრება;
· კითხვის ტექნიკის გაძლიერება;
 · ანალიზის, მსჯელობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
     ცნობილია, რომ კითხვის სწავლებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს ხუთ კომპონენტზე, ესენია:
 · ფონოლოგიური ცნობიერების განვითარება;
 · ასობგერითი მიმართებების ცოდნა;
· კითხვის მოქნილობა;
 · ლექსიკური მარაგი;
 · წაკითხულის გაგება- გააზრება (წვდომა).
       კითხვაში წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მოტივაცია. მოზრდილ მკითხველებში ხშირად მისი ნაკლებობა ან არარსებობა აფერხებს კითხვის უნარის განვითარების პროცესს. მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები და მოტივაცია; იგი უნდა აკვირდებოდეს თითოეულ მოსწავლეს და იცოდეს რომელ კომპონენტში სჭირდება მოსწავლეს დახმარება და ამ კუთხით გაამახვილოს გაკვეთილზე ყურადღება. თანამშრომლობის პრინციპიმასწავლებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. მნიშვნელოვანია, შევუქმნათ მოსწავლეებს სასიამოვნო გარემო, თუ ჩვენ გვსურს,ხელი შევუწყოთ წიგნიერების კომპეტენციის განვითარებას, პირველ რიგში უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვებმა ჯერ ტექსტის შესწავლის გარეშე, ამბის მოსმენით მიიღონ სიამოვნება. ამიტომ, სანამ პატარა მოსწავლეები კითხვას დამოუკიდებლად შეძლებენ, მანამდე შეგვიძლია თავად წავუკითხოთ ტექსტი, შევთავაზოთ ილუსტრაციების შექმნა, მათზე დაყრდნობით სცენების გათამაშება. აღნიშნული სტრატეგიები დაეხმარება ბავშვებს მიწოდებული ინფორმაციის უკეთ გააზრებაში, ამასთანავე ვიზრუნოთ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე. აგრეთვე შეგვიძლია, რომ კლასში შევიტანოთ ბავშვებისთვის საინტერესო თემა, რაზედაც ბავშვები იმსჯელებენ,გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს. ან თავად პატარებს ვთხოვოთ, რომ მოგვიყვნენ საინტერესო ამბავი საკუთარი თავის შესახებ. ვინაიდან, თუ გავიხსენებთ ემერჯენტული წიგნიერების კონცეფციას, კითხვისთვის საჭირო უნარების განვითარება მხოლოდ დეკოდირებასთან ერთად არ იწყება. მეორე სემესტრიდან პირველკლასელი ბავშვები უკვე დამოუკიდებლად კითხულობენ. აუცილებელია ტექსტის წაკითხვამდე გავაცნოთ მოსწავლეებს ტექსტის კონტექსტი, ვკითხოთ, თუ რა იციან მათ მოთხრობაში, ლექსში აღწერილი მოვლენების შესახებ. მაგ. თუკი მოთხრობა არის გაზაფხულზე, შესაბამისად დავინტერესდეთ, თუ რა იცის მოსწავლემ წელიწადის დროებზე, ბუნების მოვლენებზე, ბუნების გამოღვიძებაზე. დავუკავშიროთ ეს ინფორმაცია წარსულში ნასწავლ მასალას და ცნებებს, მაგ. ამინდის შესახებ. ვთხოვოთ მოსწავლეებს, ჩაწერონ ან დახატონ ძირითადი საგნები, აზრები და ცნებები, რომლებსაც ერთად განვიხილავთ. შევქმნათ მოსწავლისთვის ინდივიდუალური ლექსიკონი - ახალი ტექსტის კითხვისას, ბავშვთან ერთად ჩავწეროთ ყველა ის სიტყვა, რომელიც უცხოა ბავშვისთვის. შემდეგ, ვთხოვოთ ბავშვს, თითოეულ მათგანს მიუწეროს ახსნა - განმარტება ან მიუხატოს შესაბამისი გამოსახულება. შესაძლებელია შესაბამისი გამოსახულების ჩაკვრაც. თავისი ხელით ჩაწერილი ახსნა-განმარტებები კი დაეხმარება სიტყვების მნიშვნელობის უკეთ დამახსოვრებაში; ტექსტის წაკითხვის შემდეგ კი სასურველია, შეკითხვების დასმით, გმირის რუკის შედგენითა თუ სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით დავეხმაროთ პატარებს გააზრებული კითხვის, მსჯელობის, პრეზენტაციისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.

    კითხვის ეფექტური მეთოდები: ორიენტირებული მოსმენა და აზროვნება
      მოსწავლის ცოდნის დიდი ნაწილი მოსმენის გზით არის მიღებული. მოსმენის გამოცდილება  ყალიბდება ყოველდღიური საქმიანობით, რაც აზროვნების განვითარების საფუძველს ქმნის. აზროვნება შეგრძნებების, აღქმის, წარმოდგენების გზით ვითარდება და აზრთა შეჯერება-შეპირისპირების, მსჯელობისა და დასკვნების გამოტანის პროცესია. აზროვნების მეშვეობით, მოზარდი საგნებსა და მოვლენებს შეადარებს, განაზოგადებს, რითაც გარეგანი თუ შინაგანი მოქმედების ერთიან სისტემას ქმნის და ამ გზით იღებს ცოდნას. მოზარდი სწავლობს სწორედ აზროვნებისა და გამოცდილების ურთიერთდაკავშირებით, რის შედეგადაც უყალიბდება უფრო რთული შემეცნებითი უნარები. ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული მოსმენის უნარი. კითხვის ძირითადი მიზანი წაკითხულის გაგება, ტექსტის შინაარსის გააზრება, მასში გადმოცემული აზრის მნიშვნელობის კონსტრუირება და მიღებული ინფორმაციის შეფასებაა. ამ მიზნის მისაღწევად, ძალზე ეფექტურია ორიენტირებული მოსმენისა და აზროვნების მეთოდი. აღნიშნული მეთოდი განსაკუთრებით აქტუალური და მოსახერხებელია მოსწავლეთათვის, რომელთაც ამ ასაკიდან უყალიბდებათ მოსმენის, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევები. მეთოდის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ კლასში დაწყებით საფეხურზე, რადგან ის ეფუძნება ორიენტირებული კითხვის მეთოდს (იხ. ”კითხვის ეფექტური მეთოდები”, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2010) და შესაძლებელია მათი ურთიერთჩანაცვლება ასაკობრივი საფეხურის შესაბამისად. ორიენტირებული მოსმენისა და აზროვნების მეთოდი ხმამაღლა კითხვის აქტივობით წარიმართება. მოსწავლეებისათვის უფროსების მიერ ხმამაღლა კითხვა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აქტივობას წარმოადგენს კითხვაში წარმატების მისაღწევად. „ბავშვებისათვის ხმამაღლა კითხვა საუკეთესო საშუალებაა კითხვის სწავლების რეკლამირებისათვის, რადგანაც რეალური შედეგი მოაქვს. აქტივობა მოზარდს საშუალებას აძლევს, კითხვით მიღებული სიხარული განიცადოს და დარწმუნდეს, რომ კითხვა სასიამოვნო საქმიანობაა და არა დამტანჯავი და მოსაწყენი.“ (ჯიმ ტრელიზი, ’’ახალი სახელმძღვანელო ხმამაღლა კითხვისათვის“(1982) ხმამაღლა კითხვას ბევრი დადებითი შედეგი აქვს, კერძოდ:
· ავითარებს კითხვისა და საუბრის უნარ-ჩვევებს;
 · აუმჯობესებს მოსმენის უნარსა და ხარისხს;
 · ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს;
 · აღვიძებს ცნობისმოყვარეობას და შთაგონებას;
 · განავრცობს გამოცდილებებს. მოზარდი იძენს ცოდნას, აცნობირებს საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებს ტექსტში გადმოცემული ინფორმაციის მიმართ.
   მეთოდი ხელს უწყობს შემდეგი სააზროვნო, საკომუნიკაციო და კვლევითი უნარების განვითარებას:
· მეტყველება, წარმოსახვა, თავისუფალი მსჯელობა, შემოქმედებითობა;
· საკუთარი და სხვა ადამიანის ემოციების ამოცნობა და გამოხატვა;
 · არჩევანის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა.
           მეთოდის გამოყენებით, მოსწავლეები შეძლებენ:
 · გააცნობიერონ საკუთარი აზრის გამოხატვის მნიშვნელობა და ღირებულება;
· შეიძინონ თავდაჯერებულობა მეტყველებისას, რათა გახდნენ წარმატებული მოსაუბრენი;
 · გამოიყენონ სათანადო ლექსიკა;
 · გახდნენ ყურადღებიანი მსმენელები და დამოუკიდებელი მკითხველები.
     „ბავშვი მხოლოდ კონკრეტულ პრობლემასთან ჭიდილში, რთული სიტუაციიდან გამოსავალი გზების ძიების დროს ფიქრობს“. (ჯონ დიუი)მასწავლებელმა საკლასო ოთახში უნდა შექმნას გულღია, თავისუფალი გარემო, თანამშრომლობის ატმოსფერო, სადაც ყველა აზრი საინტერესო, მისაღები და მნიშვნელოვანია, სადაც ერთმანეთისაგან სწავლობენ და მთავარი მიზანი საქმის კეთებაა. მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს აქტიური მსმენელის როლში, რაც ხელს უწყობს მოსწავლის მიერ პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრას. მასწავლებელი, შესაძლებელია, დაეხმაროს მოსწავლეს ისეთი სიტუაციის აღწერაში, რომლის გადმოცემაც მოსწავლეს ეძნელება. დაუსვას ისეთი დამატებითი კითხვა, რომელიც  „სწორ გეზსმისცემს და გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
 მეთოდის განხორციელებისას, მასწავლებელმა, სასურველია, გაითვალისწინოს შემდეგი რჩევები:
 · შეარჩიოს საინტერესო ტექსტი, რათა მიიზიდოს მოსწავლეთა ყურადღება, განავრცოს მათი წარმოსახვა და ფანტაზია;
 · კითხვის დროს იყოს არტისტული, ცვალოს ხმის ტონი და ინტონაცია, ყურადღება გაამახვილოს მნიშვნელოვან ლექსიკურ ერთეულებზე;
 · განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს წაკითხულის შესახებ მოსწავლეთა გამოხმაურებასა და რეაგირებას.
    მნიშვნელოვანი და აუცილებელია ტექსტის ძირითადი მახასიათებლების გათვალისწინება, კერძოდ, ავთენტურობა, ლექსიკური ერთეულების რაოდენობა, თემის აქტუალურობა, მოსწავლეთა ინტერესი და .. წაკითხულის გაგება-გააზრება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შეაქვს მკითხველს კითხვის პროცესში წინარე ცოდნითა და საკუთარი ფანტაზიით. ამიტომ ტექსტის წაკითხვამდე სასურველია გამოწვევა, წინარე ცოდნის გააქტიურებაგონებრივი იერიშისგზით, ან სხვა აქტივობით (მაგ. გამოცანით). ეს ზრდის ჩართულობის ხარისხს და ხელს უწყობს ტექსტის მოსასმენად მოსწავლეთა მოტივირებას. გამოწვევის ეტაპზე რამდენიმე მნიშვნელოვანი შემეცნებითი ქმედება ხორციელდება. მათი მიზანია წასაკითხი ტექსტისადმი ინტერესის გაზრდა და ყურადღების მობილიზებაწინმსწრები აქტივობების გამოყენებით, მასწავლებელი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გაააქტიურონ წინარე ცოდნა და წარმოდგენა შეიქმნან შესასწავლი მასალის შესახებ. რელევანტური შესავალი ინფორმაცია ხშირად უფრო განზოგადებული და ყოვლისმომცველია, ვიდრე თავად შესწავლილი მასალა. წინმსწრები აქტივობებით იქმნება ,,ხარაჩო’’, რომელზეც დეტალური მასალისგან შემდგარი კედლები დაშენდება. წინმსწრები აქტივობა შეიძლება იყოს შეკითხვა: · რა იციან ამ საკითხის, თემის შესახებ? · უნახავთ? როგორია? როგორ აღწერენ? მოსწავლეები აქტიურად იხსენებენ, რა იციან ამ საკითხის შესახებ. ეს საწყისი ქმედებებია, რითაც მათპიროვნულ ცოდნას’’ მომავალში ახალი ცოდნა შეემატება. სწავლის პროცესი კი ახლისა და უკვე ცნობილის ერთმანეთთან დაკავშირებაა. გამოწვევის ფაზა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მოსწავლეები იწყებენ ფიქრს, მათი პირადი ცოდნისა და წარმოდგენების ბაზა იქმნება, რომელსაც ახალი ცოდნა შეემატება და ახალი უკვე ნაცნობს უკავშირდება. მოსწავლე ცოდნას აქტიური აზროვნებისა და მეტყველების მეშვეობით გამოხატავს. შესაძლოა, მისი შეხედულებები ტექსტში მოცემული შეხედულებებისაგან განსხვავდებოდეს, რაც მას უფრო მეტად აფიქრებს და მოტივაციას უქმნის ტექსტის მოსასმენად. მასწავლებელი კითხულობს ტექსტის სათაურს და მოსწავლეებს სთხოვს, გამოთქვან ვარაუდი: · რას შეიძლება ეხებოდეს ეს მოთხრობა (ზღაპარი)? · რა თავგადასავალი შეიძლება გადახდეს მთავარ გმირს? მეთოდი ძირითადად მოსწავლის მიერ მოსმენილი და დამახსოვრებული ტექსტის ვარაუდებზეა აგებული. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, გამოთქვან ვარაუდები ტექსტის სათაურთან დაკავშირებით, რაც იწერება სქემაში, რომელიც წინასწარ არის დახაზული და დაფაზე გაკრული. „ვარაუდების სქემას’’ მასწავლებელი ავსებს კითხვის პროცესის პარალელურად  მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს ტექსტის შინაარსთან დაკავშირებით, როგორც კითხვის დაწყებამდე, ასევე, კითხვის დროს, დიალოგში ერთვებიან და საკუთარ ვარაუდებს ტექსტთან აჯერებენვარაუდების გამოთქმის დროს მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს მოსწავლეთა თანაბარ ჩართულობას და თავი შეიკავოს პირადი კომენტარისგანწაკითხვის შემდეგ მოსწავლე ცდილობს, გზადაგზა მოსმენილი ინფორმაცია საკუთარი სიტყვებით გამოხატოს. ტექსტიდან იმახსოვრებს და კონტექსტის მიხედვით ხვდება იმას, რაც მისთვის ავთენტურია. ამ ეტაპზე აზროვნების გასაღრმავებლად მთავარი ამოცანაა ლექსიკური სამუშაოს შესრულება (ლექსიკის გამდიდრება). მასწავლებელმა უნდა შეძლოს, რომ ენობრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა სასიამოვნო პროცესად აქციოს, გაამრავალფეროვნოს სხვადასხვა აქტივობით. მაგ: მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ბარათებს, რომელზეც წერია სხვა სიტყვებიც, ტექსტში გამოყენებულ საკვანძო სიტყვებთან და ფრაზებთან ერთად. დავალება ეძლევათ წყვილებში სამუშაოდ: გაიხსენონ და შემოხაზონ ის სიტყვები და ფრაზები, რომლებიც ტექსტში იყო გამოყენებული. შემდეგ ერთ-ერთი მოსწავლე რომელიმე წყვილიდან ასახელებს უცნობ  სიტყვას. მასწავლებელი სვამს კითხვას: კიდევ რომელ წყვილს აქვს შემოხაზული ეს სიტყვა? და .. ამ პრინციპით, ტექსტში არსებულ ყველა სიტყვას მასწავლებელი საილუსტრაციოდ წერს დაფაზე და მოსწავლეების დახმარებით   განმარტავს. მოსწავლემ უნდა დააზუსტოს მოსმენილი მონაკვეთის, წინადადების, ფრაზის, სიტყვის მნიშვნელობა და გაიფართოოს ლექსიკური მარაგი. რეფლექსიის ფაზაზე მასწავლებელი სხვადასხვა ფორმით უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს წაკითხულის გააზრებაში. ამისათვის სწორად უნდა შეირჩეს კითხვის დასმის პროცედურა. სასურველია, დაისვას ისეთი კითხვები, რომლებიც შინაარსის სიღრმისეულ წვდომას ამოწმებს. კითხვების დასმისას, გასათვალისწინებელია, მოსწავლეებს მივცეთ დრო პასუხის გასაცემად. მასწავლებელი არჩევს ღია კითხვებს ტექსტის მნიშვნელოვანი მონაკვეთების გათვალისწინებით, ბლუმის ტაქსონომიის მაღალი დონეებისა და ნარატიული ჩარჩოს მიხედვით.
     განხილულმა ლიტერატურამ კიდევ უფრო ცხადად დამანახა საკვლევი თემის აქტუალობა, თუ რა მნიშვნელობა აქვს წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებას ნებისმიერი დისციპლინისთვის. ზემოთ აღნიშნული ლიტერატურიდან მივიღე საჭირო მეთოდური რეკომენდაციები, რომლებიც დამეხმარა, გავაუმჯბესო გაკვეთილის პროცესი, მეტი ყურადღება გავამახვილო ტექსტის გააზრებაზე, ასევე დამეხმარა კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების მოგვარებაში, მეთოდებისა და ინტერვენციების დაგეგმვაში

მეთოდოლოგია
 ამ თავში განხილულია საკვლევი საკითხი და ქვეკითხვები. მოცემულია, კვლევის დიზაინი და კვლევის გეგმა. ასევე განხილულია, კვლევისათვის მონაცემთა შეგროვების მეთოდები. როგორც წინა თავში აღვნიშნე, ჩემი კვლევის მთავარი კითხვაა - როგორ გავაუმჯობესოთ ტექსტის კითხვისას გაგება - გააზრების უნარი პირველ კლასში ? კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემის მიზეზების დადგენაში დამეხმარა პასუხის გაცემა შემდეგ ქვეკითხვებზე:
 · ზრუნავენ თუ არა მშობლები შვილების წიგნიერების დონის ამაღლებაზე და როგორ?
 · რა სირთულეებს აწყდებიან მოსწავლეები კითხვისას?
 · რა ღონისძიებები ტარდება სკოლაში წიგნიერების დონის ასამაღლებლად?

 აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გასაცემად და პრობლემის არსში სრულყოფილად ჩასაწვდომად შევიმუშავე კვლევის გეგმა.
კვლევის გეგმა
      კვლევას ვაწარმოებდი 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 15 მაისამდე (იხ. დანართი 5).  კვლევის სამიზნე ობიექტი იყო ზვიად დავითაძის სახელობის  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლის პირველი კლასის 12 მოსწავლე: 6 გოგონა და 6 ვაჟი; კვლევაში მონაწილეობდა აგრეთვე 12 მშობელი და  2 მასწავლებელი.
     კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვებისათვის გამოვიყენე როგორც თვისობრივი, ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები: ინტერვიუ, ფოკუს -ჯგუფი, კითხვარები, ანკეტირება, მეორადი მონაცემების ანალიზი.
     ინტერვიუ - საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენად ინტერვიუ ჩავწერე დაწყებითი საფეხურის 2 მასწავლებელთან. ამ ინტერვიუებით შევიტყვე, რომ მოსწავლეებს სხვა საგნებშიც უჭირთ ტექსტის გაგება-გააზრება, რაც აქვეითებს მათ წიგნიერების დონეს და, შესაბამისად, აკადემიურ მოსწრებასაც. მასწავლებლები შევჯერდით, რა შეიძლება იყოს აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები, ვისაუბრეთ პრობლემის მოგვარების გზებზეც. მასწავლებლებთან ინტერვიუებმა უფრო ცხადად დამანახა საკვლევი პრობლემა, მეტად დამაფიქრა პრობლემის გამოსწორების გზების ძიებასა და აუცილებლობაზე.
 ფოკუს - ჯგუფის ჩატარების მიზანი იყო, მიმეღო მშობლებისაგან ინფორმაცია, რომელიც დამეხმარებოდა კითხვარის შედგენაში. ფოკუს - ჯგუფი ჩატარდა მშობლებთან. მათგან მიღებული მონაცემების შეგროვების მიზანი იყო მოსწავლეთა წიგნიერებასთან დაკავშირებით მშობლების დამოკიდებულების შესწავლა, რაც დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და კითხვარის მომზადებაში. მშობლებისგან მიღებული ინფორმაცია ნიშვნელოვანია პრაქტიკული კვლევის წარმატებით განხორციელებისთვის, რადგან დაწყებით კლასებში საკმაოდ დიდია მშობლის როლი მოსწავლის წიგნიერების საკითხთან დაკავშირებით. მშობლები შეირჩა ფოკუს - ჯგუფისთვის იმის მიხედვით, თუ რამდენად იყო შესაძლებელი მათთან დაკავშირება, მათი სურვილისა და თავისუფალი დროის გათვალისწინებით. მშობელთა გარკვეულ ნაწილთან კომუნიკაციის სირთულის გამო, საჭირო ინფორმაციის მიღების ყველაზე ეფექტურ საშუალებად მივიჩნიე კითხვარების გამოყენება, რათა გამეგო უმრავლესობის აზრი კონკრეტულ საკითხებზე. კითხვარი შემუშავდა თითოეული მოსწავლის მშობლისათვის. მოსწავლეებს გავატანე კითხვარები მშობლებთან, შევსებული კითხვარები მშობლებმა გამოგვიგზავნეს ისევ ბავშვების დახმარებით. კითხვარის დარიგების ეს ფორმა მშობელთა დროის დაზოგვის თვალსაზრისით ყველაზე ეფექტურად მივიჩნიეთ. კლასში 12 მოსწავლეა, კითხვარი შეავსო ყველა მშობელმა. მათ მივეცი 1-2 დღე კითხვარის შესავსებად და დასაბრუნებლად. ვფიქრობ, შესავსებად გამოყოფილი დრო შესაძლებლობას  აძლევდა მშობლებს სრულად და ყურადღებით შეევსოთ კითხვარი, ხოლო ანონიმურობა კი გაზრდიდა მშობელთა გულახდილობასა და ობიექტურობას. ჩემი აზრით, შევსებული კითხვარები ზოგად წარმოდგენას შემიქმნის, თუ რა აზრი აქვთ მშობლებს შვილების წიგნიერების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.
    ინტერვიუ - სიღრმისეულმა ინტერვიუმ სკოლის მოსწავლეებთან საშუალება მომცა, გამერკვია, იყო თუ არა სკოლაში წიგნიერების ხელშეწყობისათვის შესაფერისი გარემო. გამოვარკვიე მოსწავლეთა სურვილები და ინტერესებიც. რაც შემდგომ დამეხმარა კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემის მოგვარებაში. ინტერვიუ ჩაუტარდა საკვლევი კლასის თორმეტივე მოსწავლეს მათი სურვილის საფუძველზე.
    ანკეტირება - კლასის ყველა მოსწავლეს ჩავუტარე ანკეტირება. შევაგროვე შემდეგი ინფორმაცია: როგორია მოსწავლეთა დამოკიდებულება  კითხვის მიმართ, რა სირთულეები ხვდებათ კითხვისას.
      ანკეტირებით მიღებული ინფორმაცია დავაკავშირე საკვლევ პრობლემასთან და მათი გათვალისწინებით დავგეგმე პრობლემის მოგვარებისათვის საჭირო ღონისძიებები.

                          მეორადი მონაცემების ანალიზი

          შევისწავლე საკვლევი კლასის მოსწავლეთა  პირველი სემესტრის საანბანო პერიოდის ნამუშევრები, დავაკვირდი და შევისწავლე ის დავალებები, რომლებიც ტექსტის გაგება-გააზრებას ამოწმებდა. შევადარე მეორე სემესტრის ნამუშევრებს. მოპოვებულ  მონაცემებზე დაკვირვება დამეხმარა პრობლემის იდენტიფიცირებასა და მისი დაძლევისათვი საჭირო ინტერვენციების დაგეგმვაში. საკვლევი პრობლემის სიღრმისეულად შესწავლისა და შედეგების  შესადარებლად მოსწავლეებს კვლევის დასაწყისში ჩავუტარე პრეტესტი, ბოლოს კი პოსტტესტი ერთსა და იმავე დონის ტექსტის გაგება-გააზრებაზე


                               მონაცემთა  ანალიზი
            ამ თავში განხილულია მონაცემთა შეგროვების თითოეული მეთოდის გამოყენებით მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის ანალიზი.
       ინტერვიუ - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებთან ინტერვიუმ გამოკვეთა აღნიშნული პრობლემის სიცხადე. კერძოდ, მასწავლებლებმა დაადასტურეს, რომ მოსწავლეებს უმეტესად უჭირთ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება, შესაბამისად უჭირთ ისეთ დავალებების შესრულება, რომელიც გაგება-გააზრებას მოითხოვს მათგან.
       ფოკუს-ჯგუფი - პირველი კლასის მშობლებთან ჩავატარე. საუბრისას ნათლად გამოიკვეთა მათი შეხედულება წიგნიერების მნიშვნელობაზე, მათი სურვილი მოზარდებში წიგნიერების დონის გაზრდის ხელშეწყობისათვის. თუმცა, აღნიშნავდნენ, რომ არ იცოდნენ რა ნაბიჯები უნდა გადაედგათ ამისათვის, ზოგი მათგანი დროის  უქონლობაზეც წუხდა. შეხვედრაზე გამოიკვეთა კითხვები,  რომლის მიხედვითაც შემუშავდა კითხვარი მშობელთათვის.
    კითხვარი - მშობელთა კითხვარის შედგენისას ჩემი მიზანი იყო გამომეკვლია:  უწყობენ თუ არა ხელს შვილის წიგნიერების დონის ამაღლებას. მშობელთა კითხვარის დამუშავების შედეგად (სულ 12 კითხვარი) გამოირკვა:
1.       აქვს თუ არა თქვენს შვილს სახლში საკუთარი საბავშვო ბიბლიოთეკა?
) ცალკე არ აქვს; 5 მშობელი;
  ) გვაქვს საერთო ბიბლიოთეკა; -4 მშობელი ;
 ) აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა; 2 მშობელი;
  ) სახლში ბიბლიოთეკა არ გვაქვს. 1 მშობელი;

2.        ეხმარებით თუ არა ლიტერატურის არჩევაში?
) არ ვიცი, რომელია მისი ასაკის შესაფერისი ლიტერატურა; 5 მშობელი;
  ) ვურჩევ, მაგრამ ჩვენი გემოვნება არ ემთხვევა; 1  მშობელი;
  ) მირჩევნია მასწავლებელი დაეხმაროს; 4  მშობელი ;
 )მიმაჩნია ბავშვს დამოუკიდებლობა და თავისუფლება უნდა ჰქონდეს. 2 მშობელი.

3.         როდის კითხულობს თქვენი შვილი დამატებით ლიტერატურას? ) მშობლის დაჟინებული თხოვნის ან ჩხუბის შემდეგ;  3 მშობელი;   ) მასწავლებლის მითითებით; 5 მშობელი;  ) როცა თავად გაუჩნდება სურვილი წაიკითხოს; 2 მშობელი ) როცა მე დავაინტერესებ წიგნით ან მე ვუკითხავ. 2 მშობელი;

4.         საუბრობთ თუ არა შვილთან წაკითხულის შესახებ? ) არ განვიხილავთ წაკითხულს; 3 მშობელი;  ) თუ თავად დამიწყო საუბარი,რა თქმა უნდა ჩავერევი; 6 მშობელი;  ) ყოველთვის ვმსჯელობთ წაკითხულის ირგვლივ, 3 მშობელი;


5.         თქვენი აზრით, რა განაპირობებს წიგნიერების დაბალ დონეს?
) კომპიუტერს უთმობენ მეტ დროს; 8  მშობელი;
 ) არ აქვთ კითხვის სურვილი; 4 მშობელი;
 ) არ აქვთ საინტერესო და მრავალფეროვანი ლიტერატურა; 0 მშობელი;
 ) არ აქვთ წიგნიერების დონის ამაღლებისათვის შესაფერისი გარემო შექმნილი.0 მშობელი ;

     გამოკითხვამ აჩვენა, რომ  12  მოსწავლიდან სახლში საკუთარი ბიბლიოთეკა აქვს მხოლოდ 2 მოსწავლეს;  მშობელთა უმეტესობამ (9) არ იცის, რომელი ლიტერატურა ურჩიოს ბავშვს წასაკითხად ან ურჩევნიათ მასწავლებელმა შეურჩიოს  წიგნი წასაკითხად;  წაკითხული ლიტერატურის შესახებ შვილთან საერთოდ არ საუბრობს 3 მშობელი; წიგნიერების დაბალ დონეს  8 მშობელი კომპიუტერთან გატარებულ დროს უკავშირებს. ზოგადად, შეიძლება  ვთქვათ, რომ  მშობლები ვერ უთმობენ სათანადო დროს  შვილებთან ერთად ლიტერატურის კითხვას, განხილვას, ნაკლებად იცნობენ შვილის ასაკის შესაფერის ლიტერატურასაც. აქედან გამომდინარე სათანადოდ ვერ უწყობენ  ხელს შვილის წიგნიერების დონის ამაღლებას. კითხვარის გაანალიზებამ საშუალება მომცა, შემედგინა გარკვეული რეკომენდაციები მშობელთათვის. 

    ინტერვიუ -პირველი კლასის მოსწავლეებთან ჩატარებული სიღრმისეული ინტერვიუს საშუალებით გამოვარკვიე, როგორი საკლასო გარემო გაუზრდიდა მათ კითხვის მოტივაციას;  ის, რომ მათ სურდათ საკლასო ბიბლიოთეკის შექმნა. ინტერვიუებიდან შევიტყვე, რომ მოსწავლეთა მცირე ნაწილი კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურას, ასევე მოსწავლეთა მცირე ნაწილი საუბრობს წაკითხულზე ერთმანეთთან და ურჩევენ წასაკითხ წიგნებს. მოსწავლეთა დიდ ნაწილს სურვილი აქვს სასწავლო ბიბლიოთეკის შექმნის.
      ანკეტირება - მოსწავლეთა ანკეტირების ანალიზის შედეგად გამოვარკვიე, რომ მოსწავლეთა უმეტესობისთვის წიგნის კითხვა საყვარელი საქმიანობა არაა, შესაბამისად არ კითხულობენ ყოველდღე და არც დიდ დროს არ უთმობენ. გამოვარკვიე ისიც, რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს სათავგადასავლო ჟანრის  ილუსტრირებული მოთხრობები  აინტერესებთ და ჰყავთ საყვარელი პერსონაჟებიც. რაც შეეხება კითხვის დროს ინტერესის დაკარგვას, ისინი ამ ფაქტს უკავშირებენ მათთვის გაუგებარ თემას, არაილუსტრირებულ წიგნებს. კითხვისას წამოჭრილ სიძნელედ მოსწავლეთა უმეტესობა წაკითხულიდან აზრის გამოტანას ასახელებს. საკლასო ბიბლიოთეკით სარგებლობით  სურვილს მოსწავლეთა დიდი ნაწილი გამოთქვამს. ისინი ფიქრობენ, რომ საკლასო ბიბლიოთეკიდან  გატანილი წიგნიდან მიღებული შთაბეჭდილების გაზიარებით შეძლებენ თანაკლასელის დაინტერესებას და წახალისებას, წაიკითხოს წიგნი.
 ანკეტირება- კითხვები (წერითი ფორმით)  გიყვარს თუ არა წიგნის კითხვა და თუ კითხულობ ყოველდღე? რამდენ დროს უთმობ დღის განმავლობაში კითხვას? 12 მოსწავლიდან: კითხვა უყვარს 5; არ კითხულობს  3, იშვიათად კითხულობს 4.
       შედეგების ანალიზმა მიჩვენა, რომ მოსწავლეების უმეტესობას უჭირს სააზროვნო დავალებების შესრულება.  შედეგების ანალიზმა დაადასტურა მასწავლებელთა ინტერვიუებიდან მიღებული ინფორმაცია. მოსწავლეთა უმეტესობას ნამდვილად უჭირს ისეთი დავალებების შესრულება, რომელიც გაგება-გააზრებას მოითხოვს მათგან.  მოსწავლეთა მიერ მეორე სემესტრში შესრულებული დავალებების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 12 მოსწავლიდან:  სააზროვნო კითხვებს სწორად პასუხობს 5, ნაწილობრივ პასუხობს 5 მოსწავლე, სწორად  ვერ პასუხობს  2 მოსწავლე.
კვლევის მიგნებები
   მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
· მოსწავლეს, რომელსაც უჭირს ტექსტის გაგება-გააზრება, დაბალი აკადემიური მოსწრება აქვს ყველა საგანში;
· ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო დაქვეითებული აქვს მოტივაცია;
 · წაკითხულიდან აზრის გამოტანა არ არის დამოკიდებული ტექსტის ტიპზე -  საინფორმაციოა თუ მხატვრული.
 · მშობლებმა არ იციან როგორ უნდა შეუწყონ ხელი შვილის წიგნიერების დონის ამაღლებას, წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარის განვითარებას .
    მასწავლებლებთან ჩატარებული ინტერვიუებიდან გამოიკეთა, რომ მოსწავლეს, რომელსაც უჭირს ტექსტის გაგება-გააზრება, დაბალი აკადემიური მოსწრება აქვს ყველა საგანში. მაგალითად, თუ მოსწავლემ ვერ გაიაზრა მათემატიკური ამოცანის პირობა, ვერ ამოხსნის მას. თუ მოსწავლემ ვერ გაიაზრა ტექსტი ბუნებისმეტყველებაში, ვერ დაახარისხებს ინფორმაციას. ამდენად, ასეთ მოსწავლეს ექნება დაბალი აკადემიური მოსწრება.
    ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო დაქვეითებული რომ აქვთ მოტივაცია, აღნიშნეს როგორც მოსწავლეებმა ანკეტირებისას, ასევე მასწავლებლებმა ინტერვიუში. მოსწავლეების თქმით, როდესაც ვერ იგებენ ტექსტის შინაარსს, ეკარგებათ კითხვის სურვილიც. ინტერვიუებში მასწავლებლებიც აღნიშნავენ, დაბალი მოტივაცია აქვს იმ მოსწავლეს, რომელსაც უჭირს ტექსტის გაგება-გააზრება. წაკითხულიდან აზრის გამოტანა არ არის დამოკიდებული ტექსტის ტიპზე საინფორმაციოა თუ მხატვრული, რაც გამოიკვეთა მასწავლებელთა ინტერვიუებიდან და მეორადი მონაცემების ანალიზიდან. მოსწავლეს, რომელსაც უჭირს წაკითხულიდან აზრის გამოტანა პრობლემა აქვს ყველა საგანსა და ორივე ტიპის ტექსტების გაგება-გააზრებაში. ის, რომ მშობლებმა არ იციან როგორ უნდა შეუწყონ ხელი შვილის წიგნიერების დონის ამაღლებას, როგორ შეიძლება დაეხმარონ შვილს გაგება- გააზრების უნარის განვითარებაში გამოიკვეთა როგორც მშობელთა კითხვარებიდან, ასევე ფოკუს- ჯგუფიდანაც. მშობლები წუხან ამ საკითხთან დაკავშირებით და სურვილი აქვთ კარგად გაერკვნენ აღნიშნულ საკითხში.

                                                                ინტერვენცია
          ინტერვენციების დაგეგმვა
      მონაცემთა ანალიზის შემდეგ დავგეგმე ორი სახის ინტერვენცია:
· სასკოლო გარემოს შექმნა,  სხვასადხვა სახალისო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება წიგნიერების დონის ასამაღლებლადახალი მეთოდების შეტანა და მეტი ყურადღების დათმობა ტექსტის გააზრებაზემაღალ სააზროვნო უნარებზე გათვლილი აქტივობების დაგეგმვასხვადასხვა  წამახალისებელი სტრატეგიების გამოყენებაკლასის ბიბლიოთეკის შექმნა და კლასში კითხვისათვის კომფორტული გარემოს შექმნა.

 · მშობელთა ჩართულობის გაზრდა მოზარდთა წიგნიერების დონის ამაღლებისათვის,  სახლში მოზარდის ინტერესების გათვალისწინებით საბავშვო ბიბლიოთეკის მოწყობა;   მშობლის ინფორმირება მოზარდის ასაკის შესაფერისი წიგნების ნუსხითიმ მეთოდების გაცნობა, რომლითაც გაუღვივებენ შვილებს წასაკითხი ლიტერატურისადმი ინტერესს და დაეხმარებიან წაკითხულის უკეთ გაგებასა და გააზრებაში.

ინტერვენციების განხორციელება
 · სასკოლო გარემოს შექმნა, სხვახვა სახალისო აქტივობების  დაგეგმვა და განხ ორციელება წიგნიერების დონის ასამაღლებლად:
  1. წიგნიერების ხელშეწყობისათვის დავიწყეთ საკლასო ბიბლიოთეკის შექმნა. მოსწავლეებს ხალისით მოჰქონდათ საყვარელი წიგნები, ესაუბრებოდნენ  მათ შესახებ ერთმანეთს და აცნობდნენ  საყვარელ გმირებს. მოკლე ხანში შეიქმნა კიდეც საკლასო ბიბლიოთეკა,  რომელიც შედგებოდა  მოსწავლეთათვის საყვარელი და საინტერესო წიგნებისაგან. წიგნებთან დაკავშირებით მცირე მითითება მეც მივეცი, რათა გათვალისწინებული ყოფილიყო ასაკობრივი თავისებურება. შევადგინეთ ბიბლიოთეკით  სარგებლობის წესებიც და ავირჩიეთ მოსწავლე, რომელიც უხელმძღვანელებდ საკლასო ბიბლიოთეკას. მოსწავლეებმა დათქვეს სავარაუდო დრო, რა დროშიც უნდა წაეკითხათ საკლასო ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნი და დაებრუნებინათ შესაბამის დროს. გავითვალისწინე უზნაძის კვლევა, დავაკვირდი მოსწავლეთაგან მიღებულ ინფორმაციას და გავიგე, რომ მოსწავლეთა უმეტესობას მოსწონს ფერადად ილუსტრირებული პატარ-პატარა მოთხრობები და ზღაპრები, საკითხავად ირჩევენ ილუსტრირებულ წიგნებს. სწორედ ამიტომ ჭარბობდა საკლასო ბიბლიოთეკაში ილუსტრირებული წიგნები.  გარდა ამისა, გადავიღე რამდენიმე ნაწარმოების ქსეროასლი და მოსწავლეებს ვთხოვე, სასურველი ფერებით გაეფერადებინათ ილუსტრაციები. მოსწავლეებმა საინტერესო ვერსიები წარმოადგინეს.
  2. დავგეგმე წიგნიერების საათის ჩატარება. კლასში მოვაწყე კითხვის კუთხე -,,აქ ბევრის გაგება შეიძლება“, სადაც მოსწავლეები საკუთარი სურვილით რჩებოდნენ  და კითხულობდნენ  წიგნებს, მოსწავლეებს ვთავაზობდი კითხვის გასაუმჯობესებელ და წაკითხულის გააზრების ხელისშემწყობ სახალისო მეთოდების გამოყენებას, რითიც ვეხმარებოდი მხატვრული ტექსტის უკეთ გააზრებაში. გავითვალისწინე ისიც, რომ ზოგიერთ მოსწავლეს კლასში წიგნის კითხვა შეიძლებოდა დაზარებოდა ან მობეზრებოდა კიდეც, ან  რომელიმეს ,,გაესეირნებინაწიგნი, ისე, რომ არც კი წაეკითხა, ამიტომ მივიჩნიე, რომ აუცილებელი იყო კითხვის პროცესის მონიტორინგი, რომელიც არ უნდა ყოფილიყო გაკვეთილის სახის ან არ ყოფილიყო მოსაწყენი არამედ, პირიქით, უნდა ყოფილიყო სახალისო და მარტივად გასაკეთებელი. გავუკეთე ცხრილი, რომელსაც ავსებდნენ წიგნის კითხვის შემდეგ და ამასთან ერთად ხატავდნენ წაკითხული წიგნიდან პერსონაჟს ან მისთვის საინტერესო ეპიზოდს. მოსწავლეები ხალისითა და სიამოვნებით ეკიდებოდნენ საქმეს.
   3. ჩემი ინიციატივითა და მოსწავლეებთან შეთანხმებით დავთქვით კვირის ერთი დღე, როცა ვიკრიბებოდით და მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებდნენ წაკითხული წიგნიდან მიღებულ შთაბეჭდილებებს. შეეძლოთ წარმოედგინათ ნახატები.
     გარდა მეთოდების დანერგვისა და გამოყენებისა, რამაც მართლა დიდი შედეგი გამოიღო წიგნიერებისა და ტექსტის გააზრების მიმართულებით, ასევე დავიწყეთ კლასგარეშე აქტივობებიც (მაგალითად, საკლასო თეატრი). ამ მხრივ გამოირჩეოდა როლური თამაშები. მოსწავლეებმა მოირგეს მსახიობის როლი და დაიწყეს  შესაბამისი როლის განსახიერება. აქტივობა წარმატებული აღმოჩნდა და მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი ასე მუშაობისა. შედეგად:
· მიეჩვივნენ ინტონაციურ და სწორ კითხვას;
· განუვითარდათ თანამშრომლობის უნარი;
 · კარგად გაიაზრეს ყველა წაკითხული მოთხრობა;
 · მშობელთა ჩართულობა და სათანადო გარემოს შექმნა სახლში. იმისათვის, რომ მშობლებს ხელი შეეწყოთ შვილებისათვის სახლში წიგნიერების ამაღლების მიმართულებით, ვთხოვე, შეექმნათ შვილებისთვის საბავშვო ბიბლიოთეკა. ვურჩიე, წიგნები შეერჩიათ მოზარდის ასაკისა და ინტერესის გათვალისწინებით. გავაცანი ბავშვების ასაკის შესაფერისი ლიტერატურა. გავითვალისწინე ისიც, რომ ზოგიერთ მოსწავლეს სახლში წიგნის კითხვა შეიძლებიდა დაზარებოდა ამიტომ, ვთხოვე მშობლებს ძილის წინ დაეთმოთ შვილებისთვის რამდენიმე წუთი და მათთან ერთად ეკითხათ, ან მოესმინათ ბავშვების წაკითხული. ვთხოვე, ესაუბრათ წაკითხულზეც.


ინტერვენციის შეფასება
      ინტერვიუ მშობლებთან - ინტერვიუ ჩამოვართვი იმ მშობლებს, რომლებმაც შეუქმნეს შვილებს სახლში სათანადო საბავშვო ბიბლიოთეკა და რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ, ინტერესდებოდნენ, საუბრობდნენ  შვილებთან წაკითხულზე. დავინტერესდი, შენიშნეს თუ არა რაიმე ცვლილება თავის შვილებს წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებაში ან კითხვის ხარისხზე;  თუ შენიშნეს კონკრეტულად რა ცვლილები.
      ინტერვიუ მოსწავლეებთან, ინტერვიუ მიზნად ისახავდა, გაგვეგო ბავშვების მოსაზრება ინტერვენციებთან დაკავშრებით. კერძოდ, როგორ შეაფასებდნენ საკლასო გარემოს -,,აქ  ბევრის გაგება შეიძლებამოწყობას,  კლასიის ბიბლიოთეკის შექმნას, წაკითხულ წიგნებზე საუბრების მოწყობას  შთაბეჭდილებების გაზიარების მიზნით.  სურთ თუ არა აღნიშნული სიახლის მომავალი სასწავლო წლიდან გაგრძელება?
         ფოკუს-ჯგუფი პირველ კლასში შემსვლელ პედაგოგებთან (ინგლისური, ხელოვნება), ფოკუს-ჯგუფის მიზანი იყო, მიმეღო ინფორმაცია შეინიშნებოდა თუ არა მოსწავლეებში რაიმე ცვლილება გაგება-გააზრების შესამოწმებელი დავალებების შესრულებისას. გამოიღო თუ არა ინტერვენციებმა გარკვეული შედეგი წაკითხულის გააზრების კუთხით.
        მეორადი ანალიზი - ინტერვენციების შესაფასებლად გამოვიყენე თვისობრივი კვლევის კიდევ ერთი მეთოდი, კერძოდ, დიაგნოსტირება პოსტტესტის საშუალებით. პოსტტესტის შედეგები  გავაანალიზე და შევადარე პრეტესტის შედეგებს.

ინტერვენციის შედეგები

    მშობლებმა აღნიშნეს, რომ მიესალმებიან წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით პირველი კლასიდანვე ასეთ მიდგომას, რომ მათ შვილებთან უკვე გააზრებულად და მიზანმიმართულად ურთიერთობენ, გაიგეს, როგორ დაეხმარონ შვილებს ტექსტის უკეთ გააზრებაში, კითხვის მიმართულებით, მიხვდნენ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლის დავალებების გარდა დამატებით ლიტერატურის კითხვას. მშობლებმა გულწრფელად